ირაკლი ღარიბაშვილი ნეპალელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს მთავრობის მეთაური ნეპალში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ნეპალელ ხალხს გამძლეობას უსურვებს:
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ნეპალში მომხდარი ტრაგედიის გამო. დამანგრეველ მიწისძვრას 600-მდე ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ ნეპალელ ხალხს, თანავუგრძნობ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ვუსურვებ მათ გამძლეობას ამ დიდი განსაცდელის დროს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები