საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეპალში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ნეპალში მომხდარი მიწისძვრის გამო, რომელმაც ამ დროისთვის არსებული მონაცემებით მრავალი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, არიან დაშავებულები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნეპალში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ინდოეთში, ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე: +911147078602; +911149496000; +919560093233; +919560791004;
ამასთა, საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო კომუნიკაციას აწარმოებს ნეპალის შესაბამის სტრუქტურებთან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები