„მე და ჩემმა მეგობრებმა შევქმენით სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არ არსებობდა“

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეკომპანია “ჰრომადსკესთან” იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მან უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროში მუშაობა არ დაიწყო.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხის პოლიტიზირება მოხდა და ნტიკორუფციული ბიუროს ირგვლივ ბევრი პოლიტიკური თამაშია.
მისივე თქმით, იგი მზადაა თავისი სიცოცხლე უკრაინას შეწიროს, მაგრამ არსებობს ქვეყანა, რომელიც კავკასიის რეგიონშია და სადაც მან და მისმა მეგობრებმა ისეთი სახელმწიფოებრიობა შექმნეს, რაც საუკუნეების განმავლობაში არ არსებობდა.
“ამ საკითხის პოლიტიზირება მოხდა. მე არ მინდა მონაწილეობა მივიღო უკრაინის პოლიტიკაში რაიმე ფორმით. მე ვსწავლობ უკრაინულად უკეთ საუბარს, მზად ვარ საკუთარი სიცოცხლე ამ ქვეყანას შევწირო, თუმცა, ამავე დროს არსებობს ერთი ქვეყანა, სადაც მე და ჩემმა მეგობრებმა შევქმენით სახელმწიფოებრიობა, რომელიც არ არსებობდა საუკუნეების განმავლობაში. ეს ქვეყანა არის კავკასიის რეგიონში. ანტიკორუფციული ბიუროს ირგვლივ ბევრი პოლიტიკური თამაშია”, – განაცხადა სააკაშვილმა.
ამავე ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახლა ერთ-ერთ ქართველ მკვლევარს სთავაზობენ ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილეობას.
შეგახსენებთ, უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა, მოგვიანებით იგი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩევლად დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები