უკრაინაიში ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ 29 წელი გავიდა. ავარია 1986 წლის 25 აპრილს გვიან ღამით მოხდა. ეს ავარია ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტექნოგენურ კატასტროფად ითვლება.
ატომური ელექტროსადგურიდან 30 კილომეტრის რადიუსში დღესაც არავინ ცხოვრობს. ადამიანისთვის ეს ტერიტორია კიდევ მრავალი ათწლეულის განმავლობაში იქნება გამოუყენებელი.