ზურაბ ჭიაბერაშვილი C ჰეპატიტის პროგრამას პოზიტიურად აფასებს

 

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გადაცემა “პირველ სტუდიაში” ჟურნალისტ ეკა მიშელაძის კითხვაზე, – ალბათ არ უარყოფთ, რომ ეს არის პოზიტიური შედეგი, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა: გეთანხმებით, ეს უდაოდ პოზიტიური შედეგია”

“მინდა მივულოცო მთელს საქართველოს ამ ძალიან მასშტაბური პროგრამის დაწყება, რომელზეც ბატონმა დავით სერგეენკომ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. მადლობას ვეტყვი ამერიკელ ხალხს, რომელიც გვერდით დაუდგა ქართველ ხალხს ამ საქმეში, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა ვნახოთ მოქმედებაში”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები