გარემოს დაცვის სამინისტრომ ანგარიში წარადგინა

 

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმის შედეგები, ბოლო წლებში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში და სატყეო პოლიტიკის გამოწვევები წარადგინა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კომიტეტს სატყეო სექტორის რეფორმის ფარგლებში არსებული საკითხები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ბატონმა გიორგი სომხიშვილმა გააცნო.

ეროვნული სატყეო პოლიტიკის გამოწვევებზე და სატყეო კანონმდებლობის განახლების საკითხებზე იმსჯელა სატყეო პოლიტიკის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა, ხოლო ტყის მოვლა აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა სააგენტოს 2013-14 წლების ანგარიში წარადგინა და 2015 წელს საქართველოს ტყეებში დაგეგმილ საქმიანობებზე ისაუბრა.

სატყეო სანერგე მეურნეობის უფროსმა კომიტეტის წევრებს რეაბილიტაციისა და დაგეგმილი ევროპული სტანდარტების დანერგვის პერსპექტივები გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები