უმრავლესობის წევრებმა პანკისელების პრობლემები ადგილზე მოისმინეს

 

პანკისის ხეობაში უხუცესები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდნენ.
სოფელ დუისში კულტურის სახლში შეხვედრა რამდენიმე საათი გაგრძელდა. საუბრის მთავარი თემა სირიაში ახალგაზრდების საომრად წასვლის ფაქტები იყო. უხუცესებთან ერთად პანკისელმა დედებმა დეპუტატებს თხოვნით მიმართეს, ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოს პრობლემის მოსაგვარებლად.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ერთ-ერთი ქმედითი ღონისძიება ხეობაში მდგომარეობის შესაცვლელად სოციალური და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება იქნება.
„შეხედულებას, რომ ჩვენი ან სხვისი აქ გაცილებით ადრე ჩამოსვლა დაგვაზღვევდა ასეთი ფაქტებისგან, მე არ ვიზიარებ. ეს არის 21-ე საუკუნის გამოწვევა, მათ შორის მდიდარი, ბევრად უფრო ძლიერი ეკონომიკის და სოციალური დაცვის სისტემების მქონე ევროპული ქვეყნებისთვისაც“, -აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები