ფინეთის პრეზიდენტმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება დაადასტურა

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება დაადასტურა. საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება 2014 წლის 27 ივნისს გააფორმა. საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტის რატიფიცირება უკვე მოახდინა, თუმცა, მის ასამოქმედებლად საჭიროა ხელშეკრულებას მხარი ევროკავშირის 28 წევრმა ქვეყანამ დაუჭიროს.
ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება უკვე მოახდინა ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, ლუქსემბურგის, პორტუგალიის, გერმანიის, პოლონეთის, ირლანდიის, დანიის, შვედეთის, ხორვატიის, რუმინეთის, უნგრეთის, ესტონეთის, სლოვაკეთის, მალტას, ლატვიის, ლიტვისა და ბულგარეთის პარლამენტებმაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები