საკრებულოს დეპუტატი ქალები სამოქალაქო ფორუმს – „ქალების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში“ დაესწრნენ

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ქალები: რიმა ბერაძე, ია მაკასარაშვილი, გულიკო ზუმბაძე, შორენა ბუხრაშვილი, ქეთევან ჯოხაძე და სევდია უგრეხელიძე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ სამოქალაქო ფორუმს „ქალების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში“ დაესწრნენ. საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, რიმა ბერაძემ, გულიკო ზუმბაძემ და ია მაკასარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და პოლიტიკურ პროცესებში ქალების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათი განცხადებით, გენდერული თანასწორობის ფონზე, გადაწყვეტილების მიღების დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული მმართველობის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. ფორუმი გენდერული თანასწორობის ქსელის თავმდჯომარემ მანანა მებუკემ გახსნა. შეხვედრა აღნიშნული ქსელის ორგანიზებით მოეწყო, რომელიც NDI-ის მხარდაჭერით შექმნილი „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში“ სამუშაო ჯგუფის წევრია. ქსელის დონორ ორგანიზაციებს წარმოადგენს: საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი IFES, აშშ-ს განვითარების სააგენტო USAID და სსიპ საარჩევნო სისტემების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები