ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტთან დაკავშირებით “როიტერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

Gilead Sciences-ის მიერ შექმნილი მედიკამენტი, რომელსაც C ჰეპატიტის განკურნება შეუძლია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულია და მას გამოცდა არ სჭირდება, – ამის შესახებ „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ მედიკამენტით C ჰეპატიტს უკვე მკურნალობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
მათივე ინფორმაციით, საქართველო ერთადერთი პირველი ქვეყანაა, სადაც ეს მედიკამენტი უფასოდ გაიცემა. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოში არსებობს 14 პაციენტი, რომლებმაც ამ პროგრამის ამოქმედებამდე ზუსტად ამ მედიკამენტიით იმკურნალეს და განიკურნენ.
„საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც C ჰეპატიტს საბრძოლველად მედიკამენტს უფასოდ გასცემენ. ელიმინაციის პროგრამა გულისხმობს დაავადების აღმოფხვრას, თორემ, ეს წამალი არ ნიშნავს, რომ წამალია საცდელი. ეს მედიკამენტი უკვე აპრობირებილია სხვა ქვეყნებში და მკურნალობა მიმნდინარეობს. უბრალოდ ძვირადღირებულია, ჩვენთან კი ამ მედიკამენტს უფასოდ გასცემენ. მსოფლიოში აპრობირებულია და გამოცდილია. საქართველოში არსებობს 14 პაციენტი, რომლებმაც ამ წამლით იმკურნალა და განიკურნა. უბრალოდ, ძვირად ღირებული წამალია და აქედან გამომდინარე, ეს პაციენტები ვინაობის გამჯღავნებისგან თავს იკავებენ. ეგვპტეში მიდის ამ მედიკამენტით მკურნალობა. ასე, რომ მედიკამენტი საცდელი არ არის“, – აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.
პრესსამსახურში განმარტავენ, თუ რატომ შეარჩია Gilead Sciences- მა მაინდამაინც საქართველო. „ელიმინაციის პროგრამა არის საქართველოში პირველად, სამოდელო პროგრამა. ელმინაციის პროგრამის თანახმად, დაავადების წინაღმდეგ ერთდროულად მიდის მკურნალობა და ბრძოლა, და სააბოლოოდ აღმოფხვრა. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო შეირჩა იმიტომ, რომ 1. ქვეყანაში იყო სტაბილური გარემო, 2. მთავრობას ჰქონდა პოლიტიკური ნება, რომ ჯანდაცვის პროგრამები იყოს პრიორიტეტული. 3.დაავადებულთა რაოდენობამ, მსოფლიოში სხვა ქვეყნებთან შედარებით.
საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობა პროცენტულად უფრო დიდია. საქართველო, მსოფლიოში მესამე ადგილზეა, ეგვპტისა და მონღოლეთის შემდეგ… ზუსტად ამიტომ იწყებენ საქართველოში ამ მედიკამენტით მკურნალობას, რომ სხვა ქვეყნებს აჩვენონ, რომ ელიმინაცია შესაძლებელია“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სააგენტო “როიტერის“ ინფორმაციით, Gilead Sciences-ი ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება იმაში, რომ C ჰეპატიტის ელიმინაცია, მართლაც, შესაძლებელია. საქართველოში დაწყებული პროექტები, რომლის ფარგლებშიც დაავადებასთან საბრძოლველი მედიკამენტები უფასოა, ამის სადემონსტრაციოდ კეთდება. სხვა სიტყვებით, საქართველო ის რეგიონია რომელიც დაავადების აღმოფხვრისთვის საცდელი ადგილი იქნება. კომპანია გამოიყენებს ეფექტურ, თუმცა ძვირადღირებულ აბებს – “სოვალდის” და შედარებით ახალ პრეპარატ “ჰარვონის”.
“საქართველოში მოპოვებულ შედეგებს სხვა ქვეყნებში გამოვიყენებთ და დავამტკიცებთ იმას, რომ ინვესტიციას შეუძლია, რომ დაავადება ფუნდამენტალურად შეცვალოს”, – განაცხადა კომპანია ჯილიდის გენერალური დირექტორის მოადგილემ გრეგ ალბომმა.
აღსანიშნავია, რომ С ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამაში პაციენტების რეგისტრაცია 28 აპრილიდან დაიწყება. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტების პირველი პარტია კვირას ან ორშაბათს შემოვა. ცნობისათვის, სახელმწიფო პროგრამის თანახმად, თავდაპირველად 5000 პაციენტს უნდა უმკურნალონ, ხოლო ამავე პროგრამით უნდა დაიწყოს С ჰეპატიტის დროული გამოვლინება და პრევენცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები