გიორგი ალიბეგაშვილი პროექტის – „მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“ შედეგების პრეზენტაციას დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დედაქალაქის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტის „მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“ შედეგების პრეზენტაციას სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დაესწრო. საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, პრეზენტაციაზე ქუთაისელმა, გორელმა, თელაველმა, ზუგდიდელმა და ახალციხელმა ახალგაზრდებმა თავიანთი ქალაქების მერებთან თანამშრომლობის შედეგების პრეზენტაცია წარმოადგინეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს წარმატება უსურვა და სიტყვით მიმართა: – „დღევანდელი ღონისძიება მიმართულია იმისკენ, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ ქალაქის მმართველობის სისტემაში, ვინაიდან სამომავლოდ, სოციალური და სამოქალაქო პროცესების მართვის საკითხში გამოცდილების მქონე ღირსეული შემცვლელები დაგვჭირდება. პროექტი „მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“ საქართველოს ხუთ ქალაქში განხორციელდა. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – სოზარ სუბარი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე, ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების მერები და პროექტში ჩართული ახალგაზრდები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები