დავით დონდუა: აფხაზეთისთვის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დიდ შესაძლებლობებს ვერ იძლევა

ყველანაირად ვცდილობთ აფხაზი კოლეგები დავარწმუნოთ, რომ თუკი მათ რაიმეს მიღწევა სურთ, ამის მიაღწევენ ჩვენთან დიალოგით და არა უცხოელებთან პრანჭიაბოთ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ განაცხადა.
როგორც პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის სხდომაზე დონდუამ განაცხადა, აფხაზეთისთვის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დიდ შესაძლებლობებს ვერ იძლევა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი აფხაზებისთვის იყოს შეთავაზებული, თუმცა რისი შესაძლებლობაც არსებობს, დამუშავდება და გამოყენებული იქნება. „ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები ბოლომდე არ იხსნებიან, თუმცა არაოფიციალურ ნაწილში მათი მხრიდან გარკვეული ინტერესი ჩანს, რომ სურთ, ქართულ მხარესთან გარკვეული პირდაპირი დიალოგი და გარკვეულ საკითხებისადმი ინტერესი გააჩნიათ. ჟენევაში აფხაზური მხარის მთავარი მოთხოვნაა, საშუალება მივცეთ მოგზაურობისათვის, რომ მხოლოდ რუსეთზე არ იყვნენ ორიენტირებული.
მეორე – მივცეთ საშუალება, მიიღონ განათლება ევროპასა და აშშ-ში. ამის თაობაზე ყველა შეხვედრაზეა საუბარია. როდესაც ჩვენს დე-ფაქტო კოლეგებს ვთხოვეთ, რომ სააღდგომოდ რამდენიმე შვილმკვდარი დედისთვის საფლავზე მისვლის და წითელი კვერცხების მოტანის საშუალება მიეცათ, მათ ამაზე ირონიულად აგვიკრეს ხელი. ასეთ ვითარებაში პოზიტივზე საუბარი ძნელია. ამის მიუხედავად, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ დავარწმუნოთ ისინი, რომ თუკი მათ რაიმეს მიღწევა სურთ, ამის მიაღწევენ ჩვენთან დიალოგით, ჩვენთან საუბრით და არა უცხოელებთან პრანჭიაბოთ, რომ აი დაჩაგრულები ვართ, მოსკოვის გარდა ვერსად მივდივართ და რუსეთის გარდა განათლებას ვერსად ვიღებთო“, – განაცხადა დონდუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები