თეოლოგი ლევან აბაშიძე – პატრიარქის ეპისტოლეზე: უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა

უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა, – ამის შესახებ თეოლოგმა, ლევან აბაშიძემ „ქრონიკას“ კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეზე საუბრისას განუცხადა.

„უმთავრესი, რაც მე მენიშნა, იყო ის აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რომ სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა. ეს არ არის მხოლოდ იესო ქრისტეს აღდგომა მკვდრეთით, არამედ ეს გამარჯვება სიკვდილზე და სიკეთის გამარჯვება ბოროტზე, ეს იესო ქრისტემ ჩვენ გვაჩუქა.

ასევე, რასაკვირველია, თანამედროვე მსოფლიოზე ისაუბრა, რომ არის ძალიან რთული სიტუაცია, ომები და უბედურებები და გვჭირდება მშვიდობა. აქაც ჭეშმარიტი ქრისტიანი, ჭეშმარიტი საღმრთო მშვიდობისთვის იბრძვის“, – აღნიშნა თეოლოგმა.

შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები