ტრამპი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევის ძალიან კარგი შანსი არსებობს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის რაიმე სახის „სამშვიდობო შეთანხმების“ მიღწევის „ძალიან კარგი“ შანსია.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თეთრ სახლში სააღდგომო ღონისძიებაზე განუცხადა.

კითხვაზე „სამშვიდობო შეთანხმების“ შესაძლო დეტალების შესახებ, რომელსაც აშშ უკრაინასა და რუსეთს სთავაზობს, ტრამპი პირობა დადო, რომ „სრულ დეტალებს უახლოესი სამი დღის განმავლობაში გამოაცხადებს“.

„მაგრამ ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრები უკრაინისა და რუსეთის საკითხზე“, – დასძინა მან.

მოგვიანებით, კითხვაზე მიმდინარე კვირაში ასეთი „სამშვიდობო შეთანხმების“ გაფორმების შესაძლებლობის შესახებ, ამერიკის პრეზიდენტმა დადებითად უპასუხა.

„ძალიან კარგი შანსია“, – თქვა ტრამპმა.

მანამდე Bloomberg-ი იუწყებოდა, რომ ამერიკული წინადადებები რუსეთსა და უკრაინას შორის „სამშვიდობო შეთანხმების“ შესახებ მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, აშშ-ის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის პოტენციურ აღიარებასა და უკრაინის ნატოში არ გაწევრიანებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები