გიორგი ალიბეგაშვილი ,,ბასკონისა’’ და ალავესის’’ კლუბების გენერალურ დირექტორს შეხვდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დღეს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის ალუდა გოგლიჩიძის ინიციატივით, ,,ბასკონისა“ და „ალავესის“ კლუბების გენერალურ დირექტორს შეხვდა.
საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, გიორგი ალიბეგაშვილმა და ხესუს ბასკესმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობასა და სპორტის განვითარების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების თაობაზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივები დასახეს. შეხვედრას თბილისის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ალუდა გოგლიჩიძე და საკრებულოს კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე ესწრებოდნენ. ხესუს ბასკესმა მასპინძლებს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.
,,ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაკავშირებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და კალათბურთი ფედერაციასთან და შესაბამისად, არაერთ ნიჭიერ და მონდომებულ ბავშვს შევხვდით. ჩვენი კლუბი ევროპაში ერთერთი ძლიერია და ვიცით რა ქართველი ბავშვების უდიდესი სიყვარული კალათბურთის მიმართ, ჩვენ მათ გამოცდილებას ვუზიარებთ და მიზნის მისაღწევად ერთად ვშრომობთ’’,-განაცხადა ხესუს ბასკესმა და მომავალში საკალთბურთო სკოლასთან ერთად ფეხბურთის განვითარების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
გიორგი ალიბეგაშვილმა ხესუს ბასკესს ორი ქვეყნის ხალხს შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით საკრებულოს სახელით სრული მხარდაჭერა აღუთქვა. ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა ალუდა გოგლიჩიძემ დეტალურად ისაუბრა ქალაქ ვიტორიაში მოგზაურობისა შესახებ და აღნიშნა, რომ ვიტორიაში მოსახლეობის 51% სპორტულ ცხოვრებაშია ჩართული. შესაბამისად, სპორტი ვიტორიაში განათლებისა და მოსახლეობასთან ურთიერთობის წყაროდ გადაიქცა, რაც ქალაქის მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს.
,,დღევანდელი შეხვედრა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია და მე როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე სიამოვნებით გავიზიარებ იმ გამოცდილებას, რასაც სპორტის განვითარების მიმართულებით გვთავაზობთ’’,-განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ. დასასრულს, ხესუს ბასკესმა დეპუტატები საპასუხო ვიზიტით ვიტორიაში მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები