ბელორუსიის პრეზიდენტის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო სადილი გაიმართა

ბელორუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო სადილი გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და ხალხთა შორის მეგობრობაზე ისაუბრეს. სახელმწიფო სადილს საქართველოს და ბელორუსიის რესპუბლიკის დელეგაციებიც დაესწრნენ. შესრულდა საქართველოს და ბელორუსიის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები. ალექსანდრე ლუკაშენკოს სახელმწიფო ვიზიტი დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები