სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბავარიის სურსათის, სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი ბავარიის სურსათის, სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელს მარტინ შუსლერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბავარიის სურსათის, სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

განსაკუთრული ყურადღება ბავარიის სურსათის, სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროსთან არსებულ კვლევით ინსტიტუტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე გამახვილდა.

დავით გალეგაშვილმა დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. მინისტრის მოადგილემ სტუმრებს სოფლის მეურნეობის განახლებული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო. „განახლებული სტრატეგიის საფუძველზე ჩვენ უკვე შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს დარგობრივი პროგრამების შემუშავება და რეალიზაცია შეადგენს“, – განაცხადა დავით გალეგაშვილა. დარგობრივი პროგრამების განხილვისას, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში აკვაკულტურის განვითარების მიმართულებით არსებულ პოტენციალზე გაამახვილეს.

როგორც შეხვედრაზე ბავარიის სურსათის, სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს წარმოამდგენელმა, მარტინ შულცმა აღნიშნა, გერმანიის მხარე მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ აგრარული დარგის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებად გამოყოფას და მზად არის ქართულ მხარეს აგროსამრეწველო დარგში არსებული გამოციდილება გაუზიაროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები