„საქართველოს რკინიგზა“ წელიწადში 500 000 ტონა ”გრანულირებულ გოგირდს” გადაზიდავს

სს “საქართველოს რკინიგზამ” “გრანულირებული გოგირდის” გადაზიდვა დაიწყო, – ამის შესახებ „კვირას“ სს „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურიდან აცნობეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზამ კომპანიასთან TRACIA TRADING AG მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი სს “საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და კომპანიის კომერციულმა მენეჯერმა თემურ ხოჯავამ მოაწერეს.
როგორც ხელმოწერის ცერემონიალზე მამუკა ბახტაძემ განაცხადა, 10 დღის წინ იგი თურქმენეთში იმყოფებოდა, სადაც მოლაპარაკების შედეგად, პირველად საქართველოს რკინიგზის ისტორიაში ტრასეკას დერეფანით “გრანულირებული გოგირდის” გადაზიდვა განხორციელდა. წელიწადში გათვალისწინებულია 500 000 ტონა ტვირთის გადაზიდვა, სამომავლოდ დაგეგმილია აღნიშნული ტვირთის ერთ მილიონ ტონამდე გაზრდა. ტვირთის მარშრუტია თურქმენბაში-ბაქო-ფოთი, აღნიშნული ტვირთის გადაზიდვით “საქართველოს რკინიგზის”, ფოთის პორტისა და ტერმინალის მეშვეობით ქვეყნის ბიუჯეტში წელიწადში 30 მილიონი ამერიკული დოლარი შევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები