“ტენდერების მიმართულებით მიდგომების დახვეწას ჟურნალისტები მალე დაინახავენ”

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ტენდერების მიმართულებით მიდგომების დახვეწას ჟურნალისტები მალე დაინახავენ.
მისივე თქმით, სხვადასხვა მიმართულებებში ბევრი რამ შეიცვლება.
„მიდგომები დასახვეწია და მე გარწმუნებთ, ჟურნალისტები ძალიან მალე ნახავთ ამას. იმიტომ, რომ ამ ნაწილში საქმე გამოგელევათ. ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, იმიტომ, რომ სრულყოფილება მიღწევადია, ის მიზანი უნდა იყოს“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.
კითხვაზე, არის თუ არა ის კმაყოფილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ტემპებით, ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ ის არასდროს არ არის კმაყოფილი.
რაც შეეხება შვეიცარიის ელჩის განცხადებებს კორუფციასთან დაკავშირებით, ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს.
„მე ვფიქრობ, რომ ცოტათი გადაჭარბებულია, თუმცა როგორც ვიცი, მითითება ჟურნალისტებზეცაა, რომ განცხადება მათ მიერ ცოტა უტრირებულია“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები