გელა დუმბაძე სომხეთის რესპუბლიკაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი – გელა დუმბაძე სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
თანამემამულეებთან შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა. გელა დუმბაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის ძირითადი სამუშაო მიმართულებები და  განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა;
გელა დუმბაძე ქართული დიასპორის წინაშე არსებულ პრობლემებს გაეცნო; გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომელშიც სხვებთან ერთად მონაწილეობა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებმა _ დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა – მერაბ მენაბდემ და სახელმწიფო მინისტრის უფროსმა მრჩეველმა – ნინა მატიაშვილმა მიიღეს.
სომხეთში ქართულ დიასპორასთან შეხვედრას ორგანიზება სომხეთის რესპუბლიკაში ქართულმა საელჩომ გაუწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები