ვახტანგ გომელაური გურჯაანის ინციდენტზე – გამოძიება იმ დღესვე დაიწყო

“გამოძიება იმ დღესვე დაიწყო, როდესაც ინციდენტი მოხდა. როდესაც გამოძიება დამთავრდება, მოგახსენებთ ყველაფერს”, – ვახტანგ გომელაურმა გურჯაანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ეს განცხადება  ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. კითხვაზე, არიან თუ არა დაკითხული კონკრეტული პირები, გომელაურმა აღნიშნა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და თუკი  დამნაშავე გამოიკვეთება, ის კანონის შესაბამისად დაისჯება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გურჯაანში “ქართული ოცნების” აქტივისტები და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები