ირანული მედია – საუდის არაბეთის პრინცი პილოტებს იემენის დასაბომბად ახალ „ბენტლის“ ჰპირდება

ირანული მედიის ცნობით, საუდის არაბეთის პრინცი ალვალიდ ბინ ტალალი ყველა პილოტს, ვინც იემენის ავიადარტყმებში იღებს მონაწილეობას, ახალ „ბენტლის“ აჩუქებს. Press TV-ს ინფორმაციით, საუბარია ას უახლეს ავტომობილზე, რომელთა საფასურს პრინცი გადაიხდის. „ჩვენს ბრძენ ლიდერებს იემენში საბრძოლო ოპერაციაში გამარჯვებას ვულოცავ. ამ გამარჯვების აღსანიშნავად მინდა ჩვენს გმირ პილოტებს 100 „ბენტლი“ ვაჩუქო“, – განაცხადა პრინცმა. ბინ ტალალი საუდის არაბეთში უმსხვილესი კომპანიის Kingdom Holdings-ის ხელმძღვანელია. მას „ტვიტერის“, „ეფლის“, ასევე „თაიმ-უორნერის“ და „სითი გრუპის“ აქციები ეკუთვნის. პრინცის კაპიტალი 23 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები