ირაკლი შოთაძე: სააკაშვილის წითელი ცირკულარით ძებნასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინტერპოლიდან პასუხი არ მიგვიღია

 მიხეილ სააკაშვილის წითელი ცირკულარით ძებნასთან დაკავშირებით ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე გრძელდება განხილვა და ჯერჯერობით ინტერპოლიდან პასუხი არ მიგვიღია -ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განაცხადა. ირაკლი შოთაძემ განცხადება იუსტიციის ყოფილ მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებითაც გააკეთა. “ინტერპოლის აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო ახალი პოლიტიკა ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ასეთი იყო ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ინტერპოლის გადაწყვეტილების შესაბამისად აკმაყოფილებდა ყველა ამ კრიტერიუმს,”- განაცხადა შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები