Ergoline-lifestyle studio მომხმარებელს ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური რუჯის მისაღებად ეპატიჟება (ვიდეო)

სოლარიუმი Ergoline-lifestyle studio მომხმარებელს ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური რუჯის მისაღებად ეპატიჟება. ოქროსფერი სხეულის მისაღებად სოლარიუმში არსებული უახლესი ტექნოლოგიის აპარატები ულტრაიისფერი სხივების მხოლოდ სასარგებლო თვისებების ზემოქმედებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ლამაზად გამოიყურებით და, ამასთან, ჯანსაღი სხეული გაქვთ.
„გერმანულ ფირმა Ergoline-ს მსოფლიო სოლარიუმებს შორის წამყვანი ბრენდის სტატუსი აქვს. აბაშიძის №22-ში მდებარე Ergoline-lifestyle studio საქართველოში მისი ოფიციალური წარმომადგენლობაა. თბილისის სოლარიუმს გერმანიის მწარმოებელ ქარხნებთან პირდაპირი კავშირი აქვს.
„ერგოლაინი“ საკუთარ მომხმარებელს სეზონური ფასდაკლებებით მუდმივად ანებივრებს და საკუთარ გარეგნობაზე მზრუნველებს ამჯერად უკვე 60% ფასდაკლებას სთავაზობს.11152700_966288706749307_434648198937522190_n
„ერგოლაინი“ მომხმარებელს სოლარიუმის 280 -ლარიან აბონემენტს 160 ლარად სთავაზობს. 160-ლარიან აბონემენტს კი 100 ლარად შეიძენთ. 160 ლარად შეძენილი აბონემენტი დასაწოლ სოლარიუმის აპარატზე 80-100 წუთამდე მომსახურებას, ხოლო სოლარიუმის დასადგომ აპარატზე 280 წუთ მომსახურებას გულისხმობს.
„ჩვენთან მოდიან არა მხოლოდ რუჯის, არამედ საკუთარ თავზე ზრუნვის და მოვლის მოყვარულებიც. ათ წელზე მეტია ევროპული სტანდარტებით ვმუშაობთ. ჩვენთან ყველა ტიპის თანამედროვე აპარატი ტექნიკურად გამართულია. პირდაპირი კავშირი გვაქვს გერმანიის მწარმოებელ ქარხნებთან. აპარატურა მუდმივად წესრიგშია, რაც იმაში გამოიხატება, რომ ტექნიკის ყველა საჭირო დეტალი დროულად, საჭიროების შესაბამისად იცვლება. ეს უზრუნველყოფს, რომ რუჯი მივიღოთ უსაფრთხოდ, ის იყოს ჯანსაღი და ოქროსფერი. ოზონის შრის დაბინძულების შედეგად მზე დღეს რადიაციულია, ხოლო სოლარიუმს გამოსხივება არ აქვს. ამას უზრუნველყოფს სპეციალური ფილტრები, რომელიც ყოველთვის დროულად იცვლება“, – განუცხადა „კვირას“ „ერგოლაინის“ წარმომადგენელმა სოფო აზნაურიშვილმა.
სოლარიუმის გარდა „ერგოლაინი“ მომხმარებელს ასევე რუჯის მიღების მეორე საშუალებას სთავაზობს, რომლის ეფექტიც ერთი კვირიდან ათ დღემდე გრძელდება. ამ ეფექტის მისაღებად კი უბრალოდ სხეულზე „სპრეის“ შეშხურებაა საჭირო. გარდა ოქროსფერი კანისა, ყურადღებას გარკვეულ ადგილებში ჭარბი თმაც მოითხოვს. ჭარბთმიანობის დასამარცხებლად „ერგოლაინი“ მომხმარებელს სხეულის ყველა ზონაზე თითქმის 60%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.11069945_966288696749308_4816646981256315094_n
„ჩვენთან ყველა ზონის ეპილაციას ფიქსირებული ფასი აქვს, თუმცა საგაზაფხულოდ ეს ფასები დაკლებულია და 60 %-იანი ფასდაკლებაა სხვადასხვა ზონებზე. ამისათვის უბრალოდ უნდა მოვიდეს მომხმარებელი ჩვენს ოფისში, აბაშიძის ქუჩა №22 -ში და შესაბამისი პროცედურა ჩაიტაროს, წინასწარ რაიმე სახის ფასდაკლების ვაუჩერის შეძენა საჭირო არ არის“,- აღნიშნა სოფო მაზმიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.
Ergoline_lifestyle studio-ში, გარდა სოლარიუმისა და ეპილაციისა, შეგიძლიათ სხვა მომსახურებითაც ისარგებლოთ. ეს არის სარელაქსაციო, საკორექციო და ანტიცელულიტური მასაჟი. ასევე, ლიმფოდრენაჟი, რაც ორგანიზმს ათავისუფლებს შლაკებისგან. აქვე შეგიძლიათ მანიკურ–პედიკურის გაიკეთებაც. პედიკური კი კეთდება გერმანული მეთოდით, რაც გულისხმობს ელექტროქლიბს და პროცესი უმტკივნეულოა.

10994158_966288686749309_4680667550381725759_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები