შსს-ის აკადემიაში ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელებთან დაკავშირებულ საკითხებზე სემინარი ტარდება

შსს-ის აკადემიაში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) ორგანიზებით, ევროკავშირის ხელშეწყობით, ლტოლვილებსა და თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებულ საკითხებზე ორდღიანი სემინარი ტარდება. შსს-ის ინფორმაციით, სემინარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელმა ნიკოლოზ სამხარაძემ გახსნეს. ღონისძიებაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს, აზერბაიჯანის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები