რიკოთის გვირაბში მოძრაობა 21, 22 და 23 აპრილს შეზღუდული იქნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ში მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში ელექტრო–მექანიკური სისტემების ტესტირების სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 21, 22 და 23 აპრილს, დილის 10:00 სთ-დან საღამოს 20:00სთ-მდე გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დღე–ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე. კლიმატური პირობების გაუარესების შემთხვევაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გვირაბის გავლით. დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე, 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა. რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის ჩაკეტვა და საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობის გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები