“დინამო არენას” კეთილმოწყობისთვის 20 მილიონი ლარი დაიხარჯება

“დინამო არენას” კეთილმოწყობისთვის ჯამში 20 მილიონი ლარი დაიხარჯება, – ამის შესახებ  ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 14 მილიონი ლარი თავად თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, 6 მილიონი კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო.
“ფინანსთა სამინისტრომ დამატებით გამოგვიყო 6 მილიონი ლარი იმისთვის, რომ “დინამოს” სტადიონზე მიმდინარე სამუშაოები სრულად მოვაწესრიგოთ და დავასრულოთ ყველა ის, რაც უეფას სტანდარტებით არის გათვალისწინებული. კერძოდ, ეს დაფინანსება მიმართული იქნება სტადიონის კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოებზე, სკამების მთლიანად შეცლის, დემონტაჟი-მონტაჟის სამუშაოებზე. ჯამში სტადიონის კეთილმოწყობისთვის 20 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, საიდანაც 14 მილიონი ლარი უშუალოდ ჩვენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დავხარჯეთ, დამატებით 6 მილიონი ლარი კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ სტადიონი სრულად იქნება მზად, რომ 11 აგვისტოს ვუმასპინძლოთ უეფას სუპერ თასს”‘, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები