თამარ ბერუჩაშვილი ლუქსემბურგში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ლუქსემბურგში გამართული ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო სლოვაკეთის მიერ ინიცირებულ შეხვედრაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებთან. აღნიშნულ შეხვედრას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ესწრებოდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირთან თანამშრომლობის პრიორიტეტებზე, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, განსაკუთრებით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კონტექსტში, ასევე ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და ევროკავშირის როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები