ვახტანგ გომელაური: სასამართლოს კანონიერი ქურდების მიმართ გამამართლებელი განაჩენი არ გამოუტანია

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ 2014 წლის განმავლობაში ათი ე.წ. კანონიერი ქურდი გაამართლა უარყოფს.
როგორც გომელაურმა მთავრობის სხდომის დასრულებისასა ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა, საუბარია არა ე.წ. კანონიერ ქურდებზე, არამედ ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, რომლებიც კრიმინალურ სამყაროსთან ურთიერთობების გამო იყვნენ დაკავებული.
„აქ არ არის კანონიერ ქურდებზე საუბარი. ბევრჯერ მოხდა ისეთი შემთხვევა, რომ დაკავებული იყვნენ კანონიერ ქურდებთან ურთიერთობაში მყოფი პიროვნებები – არა კანონიერი ქურდები, ჩვეულებრივი მოქალაქეები. ათობით და ათეულობით იყვნენ და დაკავებული ათი კაციდან შეიძლება ორი გაამართლა სასამართლომ და გამოუშვა,“ – განაცხადა გომელაურმა.
ამასთან, შს მინისტრის თქმით, ყოფილა შემთხვევა, როდესაც სასამართლოს ჩაუთვლია, რომ დაკავებული ათი ადამიანიდან რვა დამნაშავეა, ხოლო ორი გაუმართლებია. მინისტრი ხაზგაზმისთ აღნიშნავს, რომ სასამართლოს კანონიერი ქურდების მიმართ გამამართლებელი განაჩენი არ გამოუტანია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები