გიორგი კვირიკაშვილი: ლართან დაკავშირებით დინამიკა საკმაოდ დასტაბილურდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ლართან დაკავშირებით დინამიკა საკმაოდ დასტაბილურდა, – ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებთან დღეს ისაუბრა.
მისივე თქმით, ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ არსებული ვითარება შემოდინებებმა დააბალანსოს.
“ლართან დაკავშირებით დინამიკა საკმაოდ დასტაბილურდა. არ არის ისეთი დევალვაციის ტემპი, როგორიც იყო. ჩვენ ველოდებით, რომ კურსი სტაბილური იქნება. ზუსტი პროგნოზის გაკეთებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ შემოდინებებმა დააბალანსოს ის ვითარება, რაც გვქონდა”,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები