ქართველი პოეტის ირმა შიოლაშვილის პოეზია გერმანული ღვინის კლუბში

უკვე ნახევარ წელზე მეტია, რაც გერმანიის მასშტაბით საკმაოდ გავრცელებულ ღვინის კლუბ „ჟაკ“-ში ცნობილმა გერმანელმა მწერლებმა – რაინერ მარია გასენმა და თომას კაუტმა ლიტერატურული შეხვედრების ახალი სერია “ღვინო და ლიტერატურა“ დაამკვიდრეს.
გასულ კვირას ამ შეხვედრების სტუმარი ბონში მცხოვრები ქართველი პოეტი ირმა შიოლაშვილი იყო. „არ ვიცი, იცით თუ არა, რომ ჩემი სამშობლო ღვინის უძველესი ქვეყანაა, ამიტომ სრულებითაც არ მიმაჩნია შემთხვევითობად, რომ ამ არაჩვეულებრივი საღამოების სტუმრობა მეც მხვდა წილად“,- იუმორით აღნიშნა ქართველმა პოეტმა სამადლობელ სიტყვაში და გერმანელ მსმენელს, მისი ლექსების გერმანულენოვან თარგმანებთან ერთად, ქართულ ენაზეც წაუკითხა ლექსები, უპასუხა ასევე გერმანელ ლიტერატურათმცოდნეთა შეკითხვებს. საღამოს გერმანელ ლიტერატორებთან ერთად ბონში მცხოვრები ქართველებიც ესწრებოდნენ.
ირმა შიოლაშვილი თხუთმეტი წელია გერმანიაში ცხოვრობს. იგი პროფესიით ჟურნალისტია და წლების მანძილზე ბონის სამოქალაქო რადიოში უძღვება გადაცემებს საქართველოზე. მან 2005 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე – „მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ქართული და გერმანული პოლიტიკური ლირიკა“. ირმა შიოლაშვილი 2007 წლიდან ევროპელ ავტორთა გაერთიანება „კოგეს“ წევრია, მისი ლექსების გერმანული თარგმანები „ფერადი ფოთლების ხიდი“ 2012 წელს დასტამბა „პოპ – ფერლაგმა“ კავკასიური ბიბლიოთეკის სერიით გამომავალი წიგნების მესამე გამოცემად.

11134241_875811862477834_1659366122_n

11178400_875811955811158_397157856_n

11179988_875811899144497_1885632172_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები