მედია: რუმინეთი, დაფინანსების არქონის გამო, “მშვიდობის საბჭოში” გაწევრიანებას გადადებს
რუმინეთი ამ ეტაპზე მშვიდობის საბჭოს არ შეუერთდება, რადგან ქვეყანას წევრობის საფასურის გადასახდელად 1 მილიარდი დოლარი არ აქვს,- ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
მათივე ინფორმაციით, რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა გადაწყვეტილება „მშვიდობის საბჭოს“ წევრობაზე დროებით გადადო, რათა დეტალურად შეაფასოს ინიციატივის საერთაშორისო გავლენა, წევრობის პირობები და იმსჯელოს ევროპელი პარტნიორების პოზიციაზე.
გარდა ამისა, ქვეყანას საბჭოს წევრობისთვის „ფინანსური საფუძველი“ არ გააჩნია.
როგორც ცნობილია, ღაზას საკითხთან დაკავშირებული „მშვიდობის საბჭოს“ სხდომაში მონაწილეობის მიწვევა მრავალ უცხოელ ლიდერს გაეგზავნა. ტრამპი აპირებს ამ საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეობას, რომელმაც, ისრაელსა და რადიკალურ პალესტინის მოძრაობა „ჰამასს“ შორის დადებული შეთანხმებების შესაბამისად, ღაზას სექტორის მართვა უნდა გადაიბაროს.
“ბლუმბერგის“ ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი საბჭოს უფლებამოსილებებისა და წესდების დამტკიცებას დავოსში, 22 იანვარს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გეგმავს.