“საინტერესოა, იმავე განცხადებებს გააკეთებენ თუ არა პრეზიდენტ ტრამპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ის არარჩეული ბიუროკრატები, რომლებიც თავს ესხმიან საქართველოს და ქართველ ხალხს” – გორდულაძე

“დონალდ ტრამპის ეს შეფასება საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებებს ადასტურებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.

კერძოდ, დეპუტატი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, ევროპა სწორი მიმართულებით არ მიდის.

როგორც გორდულაძე აღნიშნავს, ევრობიუროკრატიის მხრიდან ადგილი აქვს დემოკრატიული საწყისების, კანონის უზენაესობის, სამართლის უზენაესობისა და ქრისტიანული საწყისებისთვის გვერდის ავლას.

„ახლა გაბედონ და ტრამპს შეუბრუნონ სიტყვა და რაიმე განსხვავებული უთხრან. საინტერესოა, იგივე განცხადებებს გააკეთებენ თუ არა პრეზიდენტ ტრამპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ის არარჩეული ბიუროკრატები, რომლებიც თავს ესხმიან საქართველოს და ქართველ ხალხს“, – თქვა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები