„სხვა ფიქრების წყარო“ – რევაზ ინანიშვილის მოთხრობობების მიხედვით შექმნილი სპეტაკლის პრემიერა გაიმართება

30, 31 იანვარს / 1, 11, 27 თებერვალს ახმეტელის თეატრში პრემიერაა – წარმოდგენილი იქნება რევაზ ინანიშვილის „სხვა ფირების წყარო“.

ახმეტელის თეატრის ინფორმაციით, წელს ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული შემოქმედის, რევაზ ინანიშვილის დაბადებიდან 100 წელი სრულდება. სწორედ  ამ თარიღთან დაკავშირებით, დაიდგმება მწერლის  უკვდავი მოთხრობების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი. (დამდგმელი რეჟისორი: ლაშა გოგნიაშვილი).

„ინანიშვილის ფაქიზმა წერის სტილმა წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს კულტურაზე. სპექტაკლის ავტორებმა მიზნად დაისახეს იმ მყუდრო და გულწრფელი გარემოს სცენაზე გადმოტანა, რომლითაც ასე გამოირჩევა მწერლის კალამი. დადგმა წარმოადგენს ერთგვარ მოზაიკას, სადაც ადამიანური გრძნობები და ბედისწერა ერთმანეთს კვეთს და ქმნის საერთო სურათს“, – წერია ინფორმაციაში.

რეჟისორი: ლაშა გოგნიაშვილი;  მხატვარი: მარიკა კვაჭაძე; ლოტბარი: თამაზ ჯამაგიძე; ქორეოგრაფი: თენგიზ კვაბზირიძე; რეჟისორის თანაშემწე: ნანა ნემსიწვერიძე.

მონაწილეობენ: ჯორჯი დვალიშვილი, დავით გურგენაძე, ვაჟა ციცილოშვილი, ნელი ბადალაშვილი, იუკა ვასაძე, ვასო შიხაშვილი, თამთა პატაშური, გიორგი ფირანიშვილი, დავით ასპანიძე, ნიკა თეთრაძე, ლიკა ქუთათელაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები