ახალი ზელანდიის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ველვერჩ ბეიში მეწყერს ორი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ოფიციალური პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, კიდევ ერთი მეწყერი ჩამოწვა ტურისტულ ცენტრ მაუნგანუის მთაზე, ბანაკში, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება.
საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრმა მარკ მიტჩელმა უარი თქვა დაეკონკრეტებინა, იყვნენ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეები მეწყერში მოყოლილნი. მიტჩელმა ასევე განაცხადა, რომ მაუნგანუის მთაზე მეწყერის შედეგად დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ უცნობია.
ახალი ზელანდიის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, სამძებრო სამუშაოები კვლავ გაგრძელდება.