ნიკა ლალიაშვილი: უნგრეთი არის საქართველოს სუვერენიტეტის მყარი და აქტიური მხარდამჭერი

“უნგრეთი არის საქართველოს სუვერენიტეტის მყარი და აქტიური მხარდამჭერი”, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა უნგრეთში ნიკა ლალიაშვილმა “ქრონიკასთან” განაცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო დელეგაციის უნგრეთში ვიზიტი აქტიური თანამშრომლობის დასტურია.

„ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი არის კიდევ ერთი იმის დადასტურება, რომ არა მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე, არამედ დარგობრივი მიმართულებებით ჩვენ ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს. არის რამდენიმე სფერო, რომელსაც ინტენსიური მუშაობა შეეხება. ეს არის დემოგრაფია, უნგრეთს ამ მხრივ აქვს ძალიან კარგი გამოცდილება და ამის გაზიარება საქართველოსთვისაც სასარგებლო იქნება. სამუშაო შეხვედრები ასევე შეეხება ისეთ სფეროებს როგორიც არის ახალგაზრდობის საკითხები, კულტურა და ეკონომიკა“, – აღნიშნა ნიკა ლალიაშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ბუდაპეშტში გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები