ალექსანდრე ელისაშვილის საჯარო ლექცია გაიმართება

დღეს, 19:00 მწერალთა სახლში ახალი ციკლის „ქალაქი გუშინ, დღეს, ხვალ“ ფარგლებში, ალექსანდრე ელისაშვილის საჯარო ლექცია „ნიკო ნიკოლაძის თბილისური მუნიციპალური პროექტები“ გაიმართება. როგორც ალეკო ელისაშვილი ამბობს, ნიკო ნიკოლაძის სახელს ბევრი ქალაქ ფოთში აშენებულ მრავალ საინტერესო შენობას უკავშირებს, თუმცა ცოტამ თუ იცის ამ უდიდესი მოღვაწის როლი თბილისის მუნიციპალურ სამშენებლო პროექტებში. ნატახტარ-ბულაჩაურის წყალსადენი, ხიდები, ბალნეოლოგიური კურორტი, ხიდები… სულ მცირე ჩამონათვალია ნიკო ნიკოლაძის თბილისური პროექტებიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები