რეჟისორ ჯეისონ დასილვას ფილმის – „როცა მე დავდივარ“ ჩვენება გაიმართება
დღეს, 18:30 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში რეჟისორ ჯეისონ დასილვას ფილმის „როცა მე დავდივარ“ ჩვენება გაიმართება. ფილმში გადმოცემულია 25 წლის ასაკში, უეცრად, როგორ შეიძლება დაკარგოს სხეულმა სიარულის უნარი. სწორედ ეს შეემთხვა რეჟისორ ჯეისონ დასილვას, რომელმაც დოკუმენტურად აღწერა მისი ბრძოლა გაფანტულ სკლეროზთან. აშშ-ის საელჩოს მოწვევით, ჯეისონი და მისი ძმა, აგრეთვე რეჟისორი ლეი დასილვა ფილმის საჩვენებლად თბილისში ჩამოვლენ. ფილმის ჩვენებასთან ერთად, საზოგადოებას შეუძლია მოისმინოს ჯეისონის ისტორია და შეიტყოს, როგორ გახდნენ ჯეისონი და ლეი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უკეთესი ცხოვრების ადვოკატებად.