ხვალ პატრიარქი ქირიების გვარს დალოცავს

ხვალ სამების საკათედრო ტაძარში ქირიების გვარს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დალოცავს.
ქირია (ქირი, ქორი), ისევე, როგორც ქორიძე, კაკაბაძე, გნოლიძე და სხვა, იმ გვარებში შედის, რომლებშიც ფუძედ ფრინველის სახელები ჩანს. ქირიების ძირითადი და მრავალრიცხოვანი დასახლებები მდებარეობს ურეთის მთის გარშემო და მის სიახლოვეს მდებარე სოფლებში.
გვხვდება ტოპონიმი საქირიო – სოფელ ხამისქურსა და ხეთას შუა. ერქვა მეორე საქირიო. ძველი პირველი საქირიო ამჟამად უბანია ამ სოფლის გაგრძელებაზე, ხეთაში. საქირიო – უბნების სახით გვხვდება დიდი ნეძისის ტერიტორიაზე, ასევე, კახათში, ცაიშში, ურთაში, დვანეთში, აბასთუმანში, ევში, ნაქრუაში, ლაზარგეთში, სადაც გადმოცემის მიხედვით, ქირიებს უცხოვრიათ.
ქირია სამეგრელოს რაიონშიც ერთ-ერთი გავრცელებული გვარია. ხობის რაიონში მეხუთე ადგილი უჭირავს, ზუგდიდის რაიონში კი – მეცხრამეტე. საქართველოში 3 857 ქირია ცხოვრობს: ზუგდიდში – 2 070, ხობში – 698, თბილისში – 400, ასევე დანარჩენი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არიან. გვარის კურთხევა ხვალ დილის 10:00 საათზე დაიწყება და მას თითქმის ყველა რეგიონში მცხოვრები ქირია დასეწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები