სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
20 აპრილიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აცივდება, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილებაში განუცხადეს.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 19 აპრილის მზიან დღეს, 20 აპრილიდან წვიმა და ქარი ჩაენაცვლება. „20 აპრილიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. ჩვენი ვარაუდით, მოსალოდნელია წვიმა, იქროლებს ქარიც. მთიან რეგიონებში ნალექის სახით მოსალოდნელია უმნიშვნელო თოვლიც მოვიდეს, შესაბამისად, ტემპერატურაც დაიკლებს. ცივი ამინდი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რამდენიმე დღე გასტანს“, – აცხადებენ სინოპტიკოსები.
მათივე ინფორმაციით, ხვალ 19 აპრილს თბილისში, თბილი ამინდია მოსალოდნელი ტემპერატურა დაახლოებით 23 გრადუსს მიაღწევს.