კოტე თოლორდავას პანაშვიდი წყნეთის ქუჩაზე, 16:00 საათიდან დაიწყება
მსახიობ კოტე თოლორდავას პანაშვიდი თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, 16:00 საათიდან დაიწყება. სამოქალაქო პანაშვიდი კი ხვალ, ქაშუეთის ეკლესიაში გადასვენების შემდეგ დაიწყება.
მსახიობს, ხვალვე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
კინოსა და თეატრის მსახიობი კოტე თოლორდავა 11 აპრილს მოსკოვში გარდაიცვალა. ის რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. მსახიობი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.
კოტე თოლორდავა თბილისში გუშინ ჩამოასვენეს.