იური ვაზაგაშვილის და, სოსანაშვილის ადვოკატის განცხადებას სისულელედ მიიჩნევს

იური ვაზაგაშვილის და, მანანა ვაზაგაშვილი ადვოკატ სოსო ჯოგლიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ამ უკანასკნელმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
„პროკურატურას აქვს ჩემი ჩვენება. არ ვიცი, ამან დაამძიმა ბრალი თუ არა, მაგრამ იმ წუთიდან იქ ვიყავი მე და ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი საშინელება, რაც იქ მოხდა. ეგ ბევრ რამეს ამბობს და უკვე სისულელედ მივიჩნევ მის ლაპარაკს. რადგან რაც მაგან გააჟღერა, იმის მერე როგორ უნდა აღვიქვა ეგ მე სერიოზულად”, – განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა.
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, გია სოსანაშვილის ადვოკატ სოსო ჯოგლიძის განცხადებით, ყარაფილაში, 20 იანვარს, საქმის მასალებში მითითებული F1 ტიპის ხელყუმბარა კი არა, არამედ სასწავლო ხელყუმბარა აფეთქდა. ადვოკატმა აღნიშნული განცხადება “კვირას” პრესკლუბში გააკეთა.
ჯოგლიძის თქმით, სასაფლაოზე აფეთქებული ხელყუმბარა ნამდვილად F1 ტიპის რომ ყოფილიყო, მას ფალიაზე ლათინური წარწერები არ ექნებოდა.
შეგახსენებთ, გია სოსანაშვილს პროკურატურამ ბრალი გუშინ დაუმძიმა. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, დაიკითხნენ აფეთქების შემსწრე თვითმხილველი მოწმეები, რომლებიც შემთხვევის ადგილის სიახლოვეს იმყოფებოდნენ. მათ გამოძიებას დეტალურად აღუწერეს, თუ რა ძლიერ ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას განიცდიდა შვილების საფლავზე აფეთქების შემდეგ იური ვაზაგაშვილი. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამ და სხვა გარემოებების გამო, გამოძიებას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობასთან აქვს საქმე, რამაც ბრალდების დამძიმება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები