ირაკლი ღარიბაშვილი დღეს რაჭა-ლეჩხუმს ესტუმრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალი სამთავრობო პროექტის – „ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის“ პრეზენტაციას დღეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გამართავს.
მთავრობის მეთაური ბიზნესმენებს ამბროლაურის კულტურის სახლში 14:00 საათზე შეხვდება და რეგიონში არსებულ საწარმოო პოტენციალს გააცნობს.
ახალი პროგრამა – „ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის“, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, შესწავლილია ყველა რაიონსა და ქალაქში არსებული რესურსი, რათა ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რაიონებში ბიზნესისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას.
სამთავრობო პროგრამის წარდგენამდე, 12:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ჭრებალოს ღვინის ქარხანას ესტუმრება, სადაც კიდევ ერთი ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. მთავრობის მეთაური ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ისაუბრებს პროგრამაზე, რომელიც მცირე და მიკრომეწარმეობის განვითარებას ისახავს მიზნად.
რეგიონში სტუმრობისას დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერატორსა და რაიონების გამგებლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები