გეოლოგიური პროცესების განვითარების შესახებ მომზადებული საინფორმაციო ბიულეტენის პრეზენტაცია გაიმართა

გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2014 წლის გეოლოგიური პროცესების განვითარებისა და 2015 წლის პროგნოზების შესახებ მომზადებული საინფორმაციო ბიულეტენის პრეზენტაცია გაიმართა, შეხვედრაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად 2015 წლისთვის სტიქიის ზონებში მოსალოდნელ საფრთხეებზე იმსჯელეს.
აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული სტიქიური გეოლოგიური პრობლემების მართვის კუთხით, რათა განვითარებული სტიქიის დროს მთავრობამ შეძლოს სწრაფი და კოორდინირებული მუშაობა. სტიქიის შედეგად გამოწვეულ სალიკვიდაციო სამუშაოებში ოპერატიულად იქნეს ჩართული ყველა შესაბამისი უწყება და მოხდეს მოსახლეობის დროული ინფორმირება მოსალოდნელი სტიქიური გეოლოგიური პროცესების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები