C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა სოციალურად დაუცველებისთვის უფასო იქნება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა უფასო იქნება. „საქართველოს მთავრობამ იზრუნა თავის მოქალაქეებზე, დიაგნოსტიკა და მონიტორინგი გაერთიანდა ერთ პროგრამაში და სოციალურად დაუცველი ოჯახების შემთხვევაში – 70%-ს საქართველოს მთავრობა დააფინანსებს, 30%-ს კი – ადგილობრივი თვითმმართველობები. ე.ი. 100%-ით დაფინასდებიან სოციალურად დაუცველები. რაც შეეხება სხვა კატეგორიას – 70% -ს დააფინანსებს პაციენტი, 30%-ს სახელმწიფო. ხოლო პრეპარატებს: ინტერფერონს და რიბოვერინს სახელმწიფო თავის თავზე იღებს მათ დააფინასებას”,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ.