ურეკის კულტურის სახლში მოეწყობა კონფერენცია თემაზე: „საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები. პროცესები. პრიორიტეტები“
კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით, რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს მართავს. 18 აპრილს, 10:00 საათზე, ურეკში, კულტურის სახლში მოეწყობა კონფერენცია თემაზე: „საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები. პროცესები. პრიორიტეტები“. კონფერენციას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან მოისწრაფიშვილი. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ გურიის რეგიონში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები, შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლები, საინიციატივო ჯგუფები და კულტურის სფეროთი დაინტერესებული პირები.