17 აპრილი
10:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, გორში ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს გახსნის. ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ფუნქცია ემოციური და ქცევითი დარღვევების მქონე სკოლის მოსწავლეების ფსიქო-სოციალური დახმარებაა. მისამართი: ქ.გორი, მშვიდობის ქუჩა 2ა
10:30
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „ახალი მემერჯვენეების“ ხელმძღვანელი მამუკა კაციტაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მნიშვნელოვანი სიახლეები საარჩევნო სისტემებთან და კონსტიტუციის შეცვლასთან დაკავშირებით; რატომ აცხადებენ „მემარჯვენეები“ რომ ბურჯანაძისთვის პუტინისთვის ხელი ჩამორთმევა უფრო ფასეულია, ვიდრე საქართველოს ინტერესები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565
11:00
“რეპორტიორის“ პრესკლუბში, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები” სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და შსს-ს ე.წ “12 კანონიერი ქურდის“ საქმეზე, განცხადებით მიმართავს. მისამართი: იოსებიძის ქუჩა #57, I სართ. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44
11:00
სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართება.
11:00
„კვირას“ პრესკლუბში „ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის“ ხელმძღვანელი აგიტ მირზოევი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ასირიელი ქრისტიანების მასობრივი განადგურება; ასირიელთა საქართველოში ჩამოყვანა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
E1
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში კოალიცია „ევრაზიული არჩევანი – საქართველოს” ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: 23 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არასამთავრობოების აქცია – შეიცვალოს საგარეო კურსი, აღდგეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები.
11:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ჟურნალისტი დეა თავბერიძე, რეჟისორი ნინო მაღლაკელიძე, ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი და „სიცილის ლიდერი“ ლიდერი ნინო შავდია, სიცილის საერთაშორისო დღეს 3 მაისს თბილისში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.
11:30
“პირველ პრესკლუბში” ა(ა)იპ “პროგრესული საქართველოს” ხელმძღვანელი ბექა გაბუნია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პოლიციელების მკვლელობისთვის დაკავებულ შალვა აბულაძესა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ივანე მერაბიშვილს შორის არსებული კავშირი, კერძოდ კონფიდენციალური ინფორმაცია მათ შორის არსებული წერილობითი მიმოწერის შესახებ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
“პირველ პრესკლუბში” “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე, ზურაბ ადეიშვილის ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოღების შესახებ და მიმდნარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: „ბურჯანაძის ინტერვიუ „კომსომოლსკაია პრავდასთვის“ – შემაშფოთებელია“, იზრდება თუ არა რუსული პროპაგანდა საქართველოში, ასირიელი ბავშვების მდგომარეობა.
12:00
“ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია” და იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობა აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან აქციას: გამოსახლებების შეწყვეტის მოთხოვნით გამართავს.
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე, “თავისუფალი საზოგადოების” თავმჯდომარე ინგა ბერიკაშვილი და უფლებადამცველი, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი ზაზა დავითაია სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. თემა: მოწმე ახალაიას საქმეში, დათო გაიხარაშვილის შვილი დააკავეს – რა პროვოკაცია ეწყობა მის წინააღმდეგ?
13:30
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, წარჩინებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
14:00
“დემოკრატიული მოძრაობის” მთავარ ოფისში ნინო ბურჯანაძის ბრიფინგი გაიმართება. მისამართი: აბულაძის 8 საკონტაქტო ნომერი: 577 20 90 00
16:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.
11:30
პრაიმტაიმის პრესკლუბში ჟურნალისტი დეა თავბერიძე, რეჟისორი ნინო მაღლაკელიძე, ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი და „სიცილის ლიდერი“ ნინო შავდია სიცილის საერთაშორისო დღეს 3 მაისს, თბილისში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.