5 დღე ტყვეობაში – ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართველი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა

   ბერშუეთში მცხოვრები ირაკლი ახალბედაშვილი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. ოკუპანტებს ახალბედაშვილებმა, გათავისუფლების სანაცვლოდ, 2000 რუსული რუბლი გადაუხადეს. ახალბედაშვილი ტყვეობაში 5 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ირაკლი ახალბედაშვილი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ხუთი დღის წინ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები