კიევი – პროსტიტუციის დედაქალაქი (ფოტოკოლაჟი)
კიევი – პროსტიტუციის დედაქალაქი XIX საუკუნის დასასრულსა XX საუკუნის დასაწყისში
უკრაინელი ისტორიკოსის ანასტასია კრასოვსკაიას მტკიცებით, XIX -XX საუკუნეებში კიევი ორგულებისა და პროსტიტუციის დედაქალაქი იყო. იმდროინდელი მეძავები ტრადიციულ სამოსს ატარებდნენ და „სტუმრებს“ კიევ-პეჩორის ლავრის ტაძარში ზარების რეკვამდე ღებულობდნენ.
როგორც კი ლავრის ზარები რეკვას იწყებდნენ, მეძავი მაშინვე პირჯვარს გადაიწერდა და სტუმარს სახლიდან უშვებდა. იმდროინდელ მეძავებზე საუბრისას საჭიროა აღინიშნოს, რომ სტუმრები ქალებთან არა მხოლოდ ფულით, არამედ პურ-მარილითაც მიდიოდნენ. დიასახლისებიც მაშინვე იწყებდნენ ფუსფუსს და მამაკაცებისთვის კერძების მზადებას, ბოლოს კი, კერძებთან ერთად, მათ სიყვარულითაც უმასპინძლდებოდნენ. კარგად შესრულებული სამსახურისთვის „მამაშები“ მათ მეძავებს ახალ ფეხსაცმელებს ჩუქნიდნენ. კიევში სასულიერო პირები ხშირად რეკავდნენ განგაშის ზარებს, თუმცა უშედეგოდ. პროსტიტუციის შეჩერება თითქმის შეუძლებელი იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქალების გამო კიევის ქუჩებში, განსაკუთრებით კი ანდრეევსკის დაღმართზე, ხშირი იყო დაპირისპირება. ბრძოლა და კამათი უმეტესად სტუდენტებსა და ოფიცრებს შორის ხდებოდა. ერთხელაც, ანდრეევსკის დაღმართზე გენერალი მურავიოვი გადმოსახლდა, იგი დიდხანს ოცნებობდა, ეცხოვრა ენდრეევსკის აღმართზე, თუმცა ის, რაც ადგილზე დახვდა, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მან ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ ქუჩიდან საროსკიპოები მალე გამქრალიყო. როგორც აღმოჩნდა, „ბორდელები“ სულაც არ გამქრალა, მათ მხოლოდ და მხოლოდ ადგილმდებარეობა შეიცვალეს. მეძავი ქალები კი სხვადასხვა ქუჩაზე დაიქსაქსნენ.
კიევში, დღევანდელი შოთა რუსთაველის ქუჩაზე, 1874 წელს, ცხოვრება ჩქეფდა, „განგაშის ქუჩები“,- ასე ეწოდებოდა ადგილს, სადაც 29 საროსკიპო მდებარეობდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მათთვის ადგილმდებარეობის შეცვლაში იმდროინდელი მთავრობაც აქტიურად იყო ჩართული. ერთხელაც, ერთ – ერთ საროსკიპოში კიევის გუბერნატორი გარდაიცვალა. ბორდელები ისევ საზოგადოების ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა, რის შემდეგაც მთავრობა კვლავ იძულებული გახდა, რომ მათი ადგილმდებარეობა კვლავ შეეცვალა. საროსკიპოების ახალი მისამართი იამის ქუჩა გახდა, თუმცა მანამდე ამ ქუჩის მაცხოვრებლებმა ყველაფერი იღონეს საიმისოდ, რომ სწორედ აქ გადმოსულიყვნენ მეძავები სამუშაოდ, მათი არგუმენტი კი ის იყო, რომ ბორდელები კარგ შემოსავალს მოიტანდნენ.
„მამაშები“ ხომ არენდაში საუკეთესო თანხას იხდიდნენ. კიევის გუბერნატორი თხოვნის არაერთ წერილს ღებულობდა, რომელიც საბოლოოდ მან დააკმაყოფილა. სწორედ აქედან იწყება „წითელი ფარნების“ ისტორია. აღსანიშნავია, რომ მეძავები განსაკუთრებით მისდევდნენ ჰიგიენის წესებს. ისინი რეგულარულად იბანდნენ, გადიოდნენ სამედიცინო შემოწმებას და არასდროს მოიხმარდნენ კოსმეტიკას. მეძავად მუშაობის და მათ შორის სუტენიორების ასაკიც ზუსტად იყო გაწერილი, – 30-დან 60 წლამდე. ეს ის რეგულაციები იყო, რომლის შესრულებაც და რომლის მკაცრი მონიტორინგი საროსკიპოების მფლობელებს ევალებოდათ.
მეძავები საკუთარი შემოსავლის ¼-ს იტოვებდნენ, ბორდელების მფლობელები კი – მეძავების შემოსავლის ¾-ს. XIX საუკუნის დასასრულს, კიევში აქტიური მშენებლობები დაიწყო, შესაბამისად, ქალაქში მუშახელიც ჩამოვიდა. ყველა მათგანს კი ქალი სურდა. იმ შემთხვევაში, თუ ქალი 30 წლამდე იყო, მისი ანაზღაურება მისაღები იყო, თუმცა მეძავების კარიერა ხანგრძლივი არ იყო, რადგანაც 30 წლის შემდეგ მათი ფასი კლებულობდა, უკეთეს შემთხვევაში ერთი სტუმრობის ფასი 2 რუბლს შეადგედა, უარეს შემთხვევაში კი – ერთ ბოთლ „ვოდკას“. თუმცა, ზოგიერთი „მამაშა“ იმდენად კარგად ეპყრობოდა მეძავს, რომ უცხო მამაკაცს ბორდელში შესვლის უფლებას არ აძლევდა. ზოგიერთ შემთხვევაში კი თავადაც ათხოვებდა და მზითევსაც ატანდა.
ერთხელაც, კიევის პოლიციამ სუტენიორი დააპატიმრა, როგორც გაირკვა, ის ღარიბ მშობლებს ატყუებდა და 13-14 წლის გოგონებს აღსაზრდელად იბარებდა, თუმცა შემდგომში მათ მეძავებად ამუშავებდა. მრავალრიცხოვანი საჩივრების შემდეგ ადგილობრივმა პოლიციამ დააპატიმრა ქალი და სასჯელის სახით ჯერ 10 რუბლის ჯარიმის გადახდა დაავალა, ხოლო მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა მისი საჯელით უკმაყოფილება გამოხატეს, პოლიციამ გადაწყვიტა, რომ ქალი 2 კვირით დაეტოვებინა პატიმრობაში. შესაბამისად, სუტენიორობა იმ დროს არც ისე მკაცრად ისჯებოდა. აღსანიშნავია, რომ იმ დროს იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც მეძავობას არა მატერიალური თვალსაზრისით მიჰყვეს ხელი, არამედ იმიტომ, რომ ფიქრობდნენ, რომ პროსტიტუცია იმ დროის საუკეთესო ხელოვნება იყო.
ასეთ ქალებს შორის ყველაზე ცნობილი კიეველი ვაჭრის მეუღლე ანა მენდელი იყო. მისი ისტორია კი გამორჩეულად საინტერესოა, განსაკუთრებულად ლამაზი მანდილოსანი ყოველთვის ქმრის ერთგული იყო. თაყვანისმცემლები გამუდმებით თავს ეხვეოდნენ, თუმცა ერთგულების ფიცი არასდროს დაურღვევია. ერთხელაც აღმოაჩინა, რომ ქმარი სასტიკად ღალატობდა. შეურაცხყოფილმა შურისძიების ყველაზე მძიმე გზა არჩია, გადაწყვიტა, მეძავი გამხდარიყო და საკუთარი თავი გაეყიდა. ქმარმა ვერ გაუძლო საქვეყნო სირცხვილს, ჯერ კიევი დატოვა, შემდეგ კი ნერვიულობით გარდაიცვალა. ანა მენდელი კიევის ყველაზე არისტოკრატიული ბორდელის „მამაშა“ გახდა და გინდი შეირქვა. მენდელი ქალებისთვის მაგალითის მიმცემი გახდა, მასთან ერთად ამავე საქმით სხვა ცნობილი ქალებიც დაკავდნენ, მათ შორის იყვნენ ოფიცრის ცოლებიც და სტუდენტებიც. ისინი სულაც არ ფიქრობდნენ, რომ პროსტიტუცია სირცხვილი იყო. 1910 წელს გინდის არისტოკრატიული სახლი დახურეს. მოგვიანებით მისმა საროსკიპომ სტომატოლოგიური კლინიკის სახელით განაგრძო მუაობა, თუმცა პოლიციელებისთვის ესეც არ გახდა შეუმჩნეველი და მოგვიანებით ეს ადგილიც დაიხურა.
პროსტიტუციასთან ბრძოლა არაეფექტური აღმოჩნდა. ცნობილი რევოლუციონერი ალექსანდრა კოლონტაი ამბობდა, რომ ერთადერთი გზა პროსტიტუციის აღმოსაფხვრელად ის იყო, რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონოდა უფლება, დაკავებულიყო სექსით, ნებისმიერ ადამინთან, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილზე, თუმცა საბოლოოდ ისიც დარწმუნდა, რომ პროსტიტუცია ყოველთვის იარსებებს, რადგან შეუძლებელია ადამიანები ვაიძულოთ, რომ ერთნაირი მორალით იცხოვრონ.