ჰოლანდიური კომპანიები ქართული ბაზრით დაინტერესდნენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი ნიდერლანდების სამეფოს საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს საიმონ სმიტს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, გიორგი ამაშუკელმა ჰოლანდიური მხარის წარმომადგენლებს სამინისტროს საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მხარეებმა შეხვედრაზე ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ნიდერლანდების სამეფოს დელეგაცია სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სფეროში მომუშავე 10 ჰოლანდიური კომპანიისაგან შედგება, რომლებიც საქართველოს ბაზრით არიან დაინტერესებულნი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰოლანდიაში კოტესურგულაძე და ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰანს ჰორბახი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები